|
2015-08-17 14:01:51, 499 ნახვა
საზოგადოება
"ალიანტე 2015"-ის გამარჯვებულები საქართველოს ეწვივნენ
საქართველო საერთაშორისო კონკურსის, "ალიანტე 2015“-ის 45 გამარჯვებულს მასპინძლობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმატებული ახალგაზრდები საქართველოში ათ დღეს დარჩებიან, დაათვალიერებენ ისტორიულ ქალაქებსა და ძეგლებს, მოინახულებენ სამხედრო ბაზებს, შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს. 8 ქვეყნიდან ჩამოსული კონკურსის გამარჯვებულები 5 დღეს შეიარაღებული ძალების X კადრირებული ბრიგადის სორტის ბაზაზე, ხოლო 5 დღეს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაატარებენ. საქართველოში სტუმრობის პირველ დღეს ახალგაზრდებმა გვარდიის X კადრირებული ბრიგადისა და II ქვეითის ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. კონკურსის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მეორე ქვეითის ბრიგადის სიმულაციურ ცენტრში არსებული სავარჯიშოები თავად გამოეცადათ. სამხედრო ბაზებზე სტუმრობის შემდეგ, ახალგაზრდებმა ძვ.წ. III საუკუნით დათარიღებული ციხე-ქალაქი ნაქალაქევი დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. საქართველო „ალიანტეს“ 2008 წელს შეუერთდა. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს შესაბამისი აპლიკაცია 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეავსო. საერთაშორისო კონკურს „ალიანტეში“ ახალგაზრდები საქართველოს გარდა კანადიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ლიტვიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობენ. წელს „ალიანტეს“ დასკვნითი ფინალი ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართა. კონკურსის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში ფიზიკურ გამძლეობაში, სხვადასხვა სახის სირთულეების გადალახვასა და ინტელექტუალურ ტესტებში შეეჯიბრნენ. ფინალში გამარჯვებულები კი, საქართველოს ეწვივნენ. ,„საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია, ალიანტეს არსებობის 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატოს არაწევრი ქვეყანა მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს. 10 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ნახავენ და გეცნობიან როგორც თავდაცვის ობიექტებსა და ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლითაც ჩემი ქვეყანა ასე მდიდარია. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი საქართველოდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია ტრაპაიძემ. „ალიანტეს" შესახებ 2 წლის წინ ჩემს მეწყვილესთან ერთად გავიგე. შევავსეთ აპლიკაცია, გავიმარჯვეთ და წავედით გერმანიაში. იქ შევიტყვეთ, რომ შემდეგ წელს გამარჯვებულები საქართველოში იმოგზაურებდნენ და გადავწყვიტეთ, მეორე წელსაც მიგვეღო მონაწილეობა. საქართველოში მოგვეცა შესაძლებლობა სამხედრო ტექნიკა დეტალურად დაგვეთვალიერებინა, ჩავმსხდარიყავით ტანკებში და ხელში დაგვეჭირა იარაღი. ძალიან მოგვეწონა ეს პროცესი",-აღნიშნა „ალიანტეს“ გამარჯვებულმა ჩეხეთიდან იაკუბ ანდრიუშეკიმ. „შემთხვევით გავიგე ამ პროგრამის შესახებ. გავიარე ტესტები ინგლისურად და გასუბრება ქართულ ენაზე. პირველ ეტაპზე საქართველოს სამხედრო ბაზებზე ვიყავი, შედეგად ორი ქართველი უკვე მოვხვდით ლიტვაში. შემდეგ გუნდში ორი უცხოელი დაგვემატა. მათთან კონტაქტი დღემდე ძალიან მეხმარება",-ამბობს კონკურსში გამარჯვებული ანი ჩიქოვანი. საქართველოში კონკურს „ალიანტეს“ კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ უწევს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)