2020-04-28 19:00:10, 1648 ნახვა
რეგიონი
#StopCov- საქველმოქმედო აქცია შუახევში
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის მთავრობის და კერძო სექტორის ჩართულობით ვაგრძელებთ საქველმოქმედო კამპანიას. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დაავადებასთან გამკლავება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მორიგ საქველმოქმედო კამპანიაში სოფელ ჭალის მკვიდრი ნუგზარ ჭაღალიძე ჩაერთო, რომელმაც მუნიციპალიტეტს თანასოფლელებისთვის, 92 ოჯახზე პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.
სასურსათო კალათები ადგილობრივებს, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ნუგზარ ჭაღალიძესთან ერთად გადასცა.
მადლობა თანადგომისთვის ყველა მოქალაქეს ვინ ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კორონავირუსის ბრძოლის საქმეში და იჩენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),