|
2020-04-28 09:28:29, 1447 ნახვა
საზოგადოება
სადეზინფექციო საშუალებებით ამჯერად, დუმბაძის გამზირი დამუშავდა
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. „დედაქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს მსგავსი ტიპის სამუშაოები მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც ტროტუარებთან ერთად, გზის სავალი ნაწილი მოირეცხა. სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაცია მომავალშიც დამუშავდება“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. გლდანის რაიონის გამგებელმა კი სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და ჭავჭავაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)