03:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 19:48:26, 1595 ნახვა

კომენტარი
ხათუნა ზახაშვილი ეროვნულ გამოცდებზე - ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად აბიტურიენტების უსაფრთხოებისთვის

 ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ უსაფრთხოდ ჩატარდეს - ამის შესახებ,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა .

მან ასევე აღნისნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია. 

„ამ მხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ.

მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics