|
2020-04-27 16:48:09, 1503 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა
თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება, მომავალში ასევე მიკროავტობუსები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია მთლიანად ჩანაცვლდება. დღეს შემოვიტანეთ უკვე ახალი პროექტი, ეს არის ელექტროსკუტერები. მინდა მადლობა გადავუხადო „აჭარა ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის, მათი თანადგომითა და მხარდაჭერით მოხდა ამ პროექტის განხორციელება. ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ეს არის კომპანია Bird , რომელიც ამერიკული სტარტაპია და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ძალიან წარმატებული მიმართულებაა და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება განვითარებად ქალაქებს“,- განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე, აუცილებელია მომხმარებლისთვისაც. ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)