11:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 10:13:32, 447 ნახვა

პოლიტიკა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გოგა რაზმაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი გოგა რაზმაძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა - საგზაო უსაფრთხოება, დანაშაულის პრევენცია, ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, პოლიციელების პროფესიული მომზადება და უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქალი პოლიციელების როლი და სხვა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე პროფესიით იურისტია, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით, აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჰყავს მეუღლე და შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics