04:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 15:15:59, 531 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ზესტაფონის სოფლებს ეწვია

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრებს ეწვია.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.

„საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსურიმხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics