07:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 16:03:54, 1175 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ღია წერილზე - მათ არ აქვთ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა

„პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური - არ არსებობს -და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური პარტიების ღია წერილს, რომლითაც ისინი საქართველოს პარტნიორებს მიმართავენ.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. მისივე თქმით, წერილში კვლავ წინ არის წამოწეული პოლიტპატიმრების თემა.

„ ეს თემა, რომ ვიღაც არის პოლიტპატიმარი   -ადამიანი, ვინც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს, ან თუნდაც, ადამიანები, ვინც ორგანიზებულად უტევდა პარლამენტს, რათა შიგ შემოჭრილიყვნენ - ეს საკითხი არის წინწამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მითქვამს და გავიმეორებ: მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. ამ შემთხვევაში, ეს პოლიტპატიმრობის თემა იქნება წინწამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ ჩვენგან არ იქნებოდა კომპრომისი დაშვებული. დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური, ამის პერსპექტივა არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა.

„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის" კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული",- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics