13:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 11:48:57, 1786 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის მზადაა აშშ-ს, ევროპულისახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

„გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ. მოდით იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩება.  მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics