" />
11:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 20:38:58, 339 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „კაბელების საქმეზე“, მთავარია, რას იტყვის სასამართლო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის აზრით, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულები თანამდებობებზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა აღედგინათ.  - ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იუსტიციის სამინისტროში არის ასეთი წესი, ჩემი მმართველობის პირობებში, როდესაც ჩემი თანამშრომელი არის ან ბრალდებული, ან მსჯავრდებული, ის არის დროებით გათავისუფლებული თანამდებობიდან და ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ხოლმე სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის „კაბელების საქმეზე“, მთავარია, რას იტყვის სასამართლო და ჩემთვის ეს იქნებოდა ერთადერთი საფუძველი მათი თანამდებობაზე აღდგენის ან არაღდგენის“ - განაცხადა წულუკიანმა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

მისი თქმით, სამსახურში აღადგინეს ის ადამიანები, რომლებსაც უფლებამოსილება პატიმრობის გამო ჰქონდათ შეჩერებული.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics