01:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 17:18:13, 2020 ნახვა

სამართალი
შსს-მ საქართველოს მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და არსებულ სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყებამ ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

„შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა დანაშაულის გამოვლენისა და პოლიციის დროული ინფორმირების პროცესში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია.

მობილური აპლიკაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხ: http://112.gov.ge/index.php?m=147.

პოლიცია დროის ნებისმერ მონაკვეთში მზად არის რომ დაგეხმაროს.

არ დამალო ძალადობა!

აღნიშნულის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში არსებული შეტყობინების მექანიზმების შესახებ და პოლიციისათვის დროულად მიმართვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics