|
2020-04-14 12:58:26, 1919 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150 ლარიანი დახმარება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად
„ევროპული საქარტველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, რომელიც საშემოსავლოს იხდის, მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარიან დახმარებას გადასცემს. ბაქრაძის თქმით, ეს დახმარება არაადეკვატურია, რადგან არ გულისხმობს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. „სახელფასო დახმარების გაწევა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150 ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კონპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს მათ შორის თვითდასაქმებულებს, განსაკუთრეით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)