18:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 15:17:53, 1335 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა დღემდე ციხეში არიან, ასე რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შესრულებული არ არის

ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა დღემდე ციხეში არიან, ასე რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შესრულებული არ არის, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია  ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკურ მარცხთან ერთად დიდი ფასს გადაიხდის.

„ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics