18:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 20:50:12, 1592 ნახვა

კომენტარი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - პიველადი ინფორმაციით საავადმყოფოში შიდა ინფექცია დაფიქსირდა და დაემატა 6 ინფიცირებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთი არასრულწლოვანია.

"ქობულეთის კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა, რომლებზეც ზედამხედველობას ვახორციელებდით, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება ახლა კლინიკა "მედალფაში", სადაც სულ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც.

სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული ადამიანი. ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოში შიდა ინფექცია არის დაფიქსირებული, მაგრამ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია დასკვნის სახით ჯერ არა გვაქვს. თუკი არის საავადმყოფში შიდა ინფექცია, ეს არის შიდა სივრცეში დაფიქსირებული და არ უნდა დაფიქსირებულიყო, ინფექციური კონტროლის ღონისძიების გარკვეულწილად დარღვევაა. ამ ეტაპზე ბრალეულობაზე ვერ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics