18:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 16:46:34, 1608 ნახვა

კომენტარი
ევროკომისარი - „ფეიკნიუსების“ უმრავლესობას რუსული წყაროები ავრცელებენ

„სტრესში მყოფი ხალხით მანიპულირება მარტივია, ასევე მარტივია, რომ მათ დაემუქრო და შესთავაზო უცნობი პროდუქტები. ახლა ყველაზე კარგი დროა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ვებრძოლოდ“, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვერა ოუროვამ, ეურონიუსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელი ქვეყნები ავრცელები დღეის მონაცემებით დეზინფორმაციას ევროკომისარმა განაცხადა, რომ ძირითადად ფეიკ-ნიუსები რუსული წყაროებიდან ვრცელდება.

მანვე დასძინა, რომ ხალხს უნდა მიეწოდოს უტყუარი, რეალური ინფორმაცია, რომლის შემოწმებაც მარტივად იქნება შესაძლებელი.

„ჩვენმა სამსახურებმა ბოლო მოხსენებაში, როგორც წინებში გამოავლინეს, რომ დეზინფორმაცია ძირითადად კრემლის წყაროებიდან ვრცელდება. სიტუაცია შენარჩუნებულია ახლაც, კორონავირუსული ინფექციის კრიზისის დროს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გაძლიერებულია ევროკომისიის წინააღმდეგ პროპაგანდა. ჩვენ არასდროს არ ვიბრძოლებთ ერთი და იგივე იარაღით. ჩვენ არ გამოვიყენებთ ბინძურ პროპაგანდას მათ წინააღმდეგ, ვინც ქმნის ფეიკნიუსებს. ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ და ხალხს უნდა მივაწოდოთ უტყუარი, რეალური ინფორმაცია, ფაქტებითა და ციფრებით, რომლის შემოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი“, - განაცხადა ევროკომისარმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics