05:26 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 11:36:19, 1712 ნახვა

საზოგადოება
დღეს და ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ინფორმაციით, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics