22:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 11:20:46, 1223 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე კორონავირუსზე - მატება გაგრძელდება, ამიტომ მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული

„მატება სამწუხაროდ გაგრძელდება, ამიტომ ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რეკომენდაციებს პირნათლად დავიცავთ, უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეულები და მატებაც შესაბამისად იქნება ბევრად დაბალი ვიდრე ეს შეიძება ყოფილიყო.

„მატება სამწუხაროდ გაგრძელდება, ამიტომ ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული და უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეულები და მატებაც შესაბამისად იქნება ბევრად დაბალი ვიდრე ეს შეიძება იყოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ კლინიკებზე და მათ მდგომაროებაზეც.

„ჩვენ რეგიონებში დავიწყებთ მონიტორინგი კლინიკების. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა შეესაბამება არსებულ ვითარებას. მედპერსონალი არის გადამზადებული, ტრეინინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები იმ კლინიკების შემთხვევაში, რომლებიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები იქნება დაკორექტირებული. ეკიპირებას რაც შეეხება, დღეს მოქმედ კლინიკებში არის მარაგები, მაგრამ საჭიროა გრძელვადიანი მარაგების შექმნა და ამას განვიხილავთ დღეს. მარაგების დეფიციტი არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ვიქრობ, რომ ეს დეფიციტი ჩვენთან არ იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics