|
2020-03-30 13:21:25, 1412 ნახვა
საზოგადოება
საკარანტინე ზონებში ბრენდული ნავთობკომპანიების ყველა გასამართი სადგური შეუფერხებლად ფუნქციონირებს
„მარნეულსა და ბოლნისში მდებარე ბრენდული კომპანიების გასამართი ყველა სადგური მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს მომხმარებელთა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ისე სხვადასხვა სპეციალური დავალებებით ადგილზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საწვავით უზრუნველყოფას“, - ამის შესახებ ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა. მათი ინფრომაციით, აღნიშნულ ორ რაიონში, ხუთი ბრენდული კომპანიის 16 გასამართი სადგური ფუნქციონირებს - ჯამში, 140-მდე დასაქმებული ადამიანით. „საკარანტინო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თითოეული ბრენდული ნავთობკომპანიის დღის წესრიგში. საწვავით მომარაგება ხორციელდება შესაბამის სამსახურებთან სრული კოორდინაციით. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტრანსპორტის პერსონალი ასევე ეკიპირებულია უსაფრთხოების პირობების მოთხოვნათა შესაბამისად“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)