10:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 13:57:20, 488 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსეთს ცალკე აღებული საქართველო ვერ დაამარცხებს

 „რუსეთს ცალკე აღებული  ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ დაამარცხებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მხრიდან საფრთხე გააცნობიერა და მათი ძალისხმევა მიმართულია რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

 „როგორც წესი, თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის იმარჯვებს.  საქართველო უნდა შედგეს როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ის აუცილებლად გაიმარჯვებს ტირანიაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. რუსეთს ვერ დაამარცხებს საქართველო, ვერც უკრაინა, ცალკე აღებული. როდესაც ამერიკის კონგრესში ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის იმავე ხარისხის საფრთხე, რაც ტერორიზმი, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიომ გაიღვიძა. ნათლად გააცნოებიერა საფრთხე, რომელიც რუსეთის მხრიდან ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება. პუტინმა მსოფლისო შესთავაზა თავისი თამაშის წესები. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ის მოდის  შუა საუკუნეების მეთოდებით  და მის მეთოდებს უნდა დაემორჩილოს ცივილიზებული სამყარო. მას უნდა ახალი რკინის ფარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ დაუშვებს ევროკავშირი, ნატო–ს წევრი ქვეყნები და საქარათველო და უკრაინა ბუნებრივია, ამ ბრძლაში, პირველ ხაზზე ვდგავართ. გამოსავალია, საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც დღეს აქტიურად და ქმედითად მიემართება რუსეთის იმპერიული ზრახვების ჯერ შესაბოჭად და შემდეგ იმპერიალიზმის გასანეიტრალებლად. ეს ძალისხმვეა სახეზეა, ცალსახაა. ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ სწორედ იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პირობებში, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი საომარი მოქმედებები, ახალი მსხვერპლი და ისტორიაში დგება ხოლმე ის მომენტი, როდესაც ეს გადაწყვეტილებები უცბად მიიღება“, – აღნიშნა ხიდაშელმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics