|
2015-08-08 13:54:52, 549 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მთავრობა პასუხისმგებელია მშვიდობაზე და მოსახლეობის სტაბილურობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და მთავრობა პასუხისმგებელია მოსახლეობის სტაბილურობასა და მშვიდობაზე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ფოტო გამოფენა მოეწყო. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება, პასუხისმგებელია მშვიდობაზე და ჩვენი მოსახლეობის სტაბილურობაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი კონფლიქტი, ყოველგვარი დაპირისპირება, ყოველგვარი შუღლი და ესკალაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, პოლიციელების წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომ მათ ასეთი გმირები გაგვიზარდეს. მართლაც ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გამოვლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები, დააფასებენ მათ ღვაწლს ჩვენი სამშობლოს წინაშე“,- განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა რეოპრტიორს და ჟურნალიტს, რომლებიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. „მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, იმ გმირ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, მართლაც ბრძოლის ტოლფასია, რადგან მთელმა მსოფლიომ ანხა ეს შემზარავი კადრები. მარლთაც, რომ დასაფასებელია თქვენი გმირობა. მადლობა თქვენ პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენი საკუთარი სიცოცხლე გარისკეთ. ჩვენს ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე იყავით და დააფიქსირეთ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა. ეს არის საოცრად შემზარავი ისტორია და ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ვისურვებ, რომ ომი აღარასოდეს აღარ განმეორდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფოტოგამოფენის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ფოტოგრაფებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)