11:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 13:18:54, 1523 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი - სავალდებულოა, იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით, განახორციელონ ფრენები

„იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ფრენები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, კერძო და იურიდიული პირები ვალდებულები არიან გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები, ყველა თანმდევი სერვისით, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით.

„რაც შეეხება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ფრენები, უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში. გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics