10:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 14:56:33, 1355 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით

„ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით“, -   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი  საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე. რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას.

ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული  მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics