15:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 14:41:45, 1451 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ

„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ“, -ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

„ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც შემუშავდება ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics