|
2020-03-14 16:17:40, 2213 ნახვა
სამართალი
გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საცხოვრებელი საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. N8 პენიტენციური დაწესებულება (გლდანის საპატიმრო) 2007 წლის დეკემბერში გაიხსნა, რის შემდეგაც დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მხოლოდ 2014 წელს გარემონტდა ერთი ფლიგელი, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები არიან განთავსებულნი. დღეის მდგომარეობით, მთელ დაწესებულებაში შესაკეთებელია სავენტილაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელ საკნებსა და სხვა სივრცეებში არის რემონტი ჩასატარებელი. ვინაიდან დაწესებულებაში 2800-მდე პატიმარი არის განთავსებული და შეუძლებელია სარეაბილიტაციოდ საპატიმროს სრულად დაცლა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად, ფლიგელ-ფლიგელ მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში ჩაუტარდა ფლიგელს, რომელშიც 15 საკანია განთავსებული და 75 პირზე არის გათვლილი. ფლიგელში შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა და სრულად გარემონტდა საკნები და დერეფნები. ამასთან, ფლიგელში მოეწყო ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან შეხვედრის ოთახი და „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პატიმრებისთვის ექიმთან შეხვედრის და წამლის მისაღები ოთახი, რაც დაწესებულების მოცემულ კორპუსში მანამდე არ არსებობდა. გიორგი პატარიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე მთელ დაწესებულებას მოიცავს. „N8 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი საკნების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. დღეიდან ჩვენს მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ სასჯელის მოხდა გააგრძელონ ახლადგარემონტებულ საკნებში. ეს პროექტი რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე სრულად იქნება გარემონტებული ყველა საკანი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)