|
2020-03-12 09:36:42, 8436 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში მოგზაურობა იზღუდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში იმოგზაურეს
აშშ-ში მოგზაურობა დროებით შეიზღუდა, რადგან კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.
მოგზაურობის შეზღუდვა ვრცელდება იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ შენგენის ზონის 26 ქვეყანაში.
შეზღუდვები გაართუბს ევროკავშირის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაადგილებას.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, თუმცა განცხადებისთანავე გაუგებრობა გამოიწვია.
"მოგზაურობის შეზღუდვა ვრცელდება იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ შენგენის ზონის 26 ქვეყანაში. ამ შეზღუდვებისგან თავისუფალი მგზავრები, აშშ-ის მოქალაქეების მსგავსად, მიმართული იქნებიან გარკვეულ აეროპორტებში, სადაც გაივლიან სკრინინგს", - წერს თეთრი სახლი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება მუდმივ მაცხოვრებლებზე, აშშ-ს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)