|
2020-03-11 11:21:10, 6270 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით მსუბუქია. მისი თქმით, იმ 5 პაციენტს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, საავადმყოფოში მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობის ისტორია აქვთ. „როგორც გითხარით, ეს არის ერთი წყარო, მოგზაურობის ისტორია აქვთ ერთად. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ბავშვის მდგომარება არის ჯერჯერობით მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, გუშინ, 10 მარტს საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)