02:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 17:49:42, 2652 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში მოუმზადებელი პირობები დახვდათ

„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ევროპული წევრის“, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.  

აღნიშნულის მიზეზად, გამყრელიძე ექსტრემალურ პირობებში მუშაობას ასახელებს.  

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ. მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო სივრცეში. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკარანტინო ზონაში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა შენობაში შესაბამისი პირობების არ არსებობასთან დაკავშირებით აცნობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics