|
2020-02-26 14:11:23, 1068 ნახვა
ეკონომიკა
ლეშეკ ბალცეროვიჩი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით
„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით", - ამის შესახებ ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ღონისძიების პანელური სესიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბაზრის რეგულირების კუთხით და რა უნდა გააკეთოს საქართველომ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი და პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყანა ფრთხილი უნდა იყოს ევროპული რეგულაციების ტრანსპოზიციის თვალსაზრისით. „პოლონური გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც ვიღებდით ევროპული რეგულაციების მოთხოვნებს, ზოგიერთი სამინისტრო ზედმეტის გაკეთებას ცდილობდა. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, გააკეთეთ ის რაც რეალურად საჭიროა და მეტი არა", - აცხადებს ბალცეროვიჩი. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა ეკონომიკური ზრდის ძირითად წინაპირობად ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა და ის ფუნდამენტური საკითხები გამოყო, რაც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ესაჭიროება. „ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინაპირობა ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რადგან, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, თავი აარიდოს სწრაფ ვარდნას და ზრდას, ფისკალურ ბუმს როგორც ეს საბერძნეთშია, ასევე საკრედიტო ბუმს - ეს ძვირი ჯდება, როგორც ესპანეთის ან ირლანდიის გამოცდილებამ გვაჩვენა. ასე რომ, მრავალი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი: თავისუფალი ბაზარი, ღია ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, ინტენსიური კონკურენცია, მეორე: კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, მოსამართლეები უნდა იყვნენ პროფესიონალები და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური ან ბიზნეს ძალისგან. მესამე: მცირე, კომპეტენტური და პატიოსანი ადმინისტრაციები", - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)