02:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 12:37:39, 1154 ნახვა

ეკონომიკა
ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020" ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ლეშეკ ბალცეროვიჩის შეფასებით, საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით. 

„ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო მესაკუთრეობა რისკია, იმიტომ, რომ ძალიან მარტივად ხდება პოლიტიზირება საკუთრება უნდა იყოს კერძო. ამ თვალსაზრისით საქართველომ ბევრს მიაღწია. მეორე  ეს არის მონოპოლიების მოშლა, გახსნილობა და ჩვენ მოვისმინეთ ის, თუ რას აკეთებს საქართველო ამ ფრონტზე", - განაცხადა თავის გახსნით სიტყვაში ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა.

ამასთან, როგორც ბალცეროვიჩმა განაცხადა, სწორი რეგლამენტები და რეგულაციები, დასაქმების ზრდა, პროდუქტიულობა, ინოვაციები, კანონის უზენაესობა, პოლიტიკოსებისაგან და ბიზნესებისაგან დამოუკიდებელი პროკურატურა წარმოადგენენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკების ზრდას მსოფლიო ქვეყნებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics