20:11 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:39:21, 411 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე ფიცი დავდე არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ფიცი არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე დადო.

ამის შესახებ მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა,  მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს,  პოლიტიკური შეხედულებების ამოსავლი „ქართული ოცნების“ საარჩვენო პროგრამაა.

„ქვეყნის  ფუნდამენტურ ინტერესებს თუ რაიმე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება არ შევშინდები და არ გავალ ბუჩქებში.  არ ვიტყვი, იცით რაა ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ  და მე სიმართლეს არ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები და შეურაცხყოფა, მაინც  ღიად ვიტყვი სიმართლეს.  მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის.  შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართველი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო  არა „ქართული  ოცნების“, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ  ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ  ქვეყანას“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics