|
2020-02-25 13:11:16, 1737 ნახვა
კომენტარი
მიხეილ კალანდიას მამა - ყველაფერი პოლიტიკაა, კალანდიების ოჯახს შეგვახოცეს ხელი
„ყველაფერი არის პოლიტიკა“, - ასე აფასებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს. მისი განცხადებით, გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, რის გამოც კალანდიების ოჯახს „შეახოცეს“ ხელი. „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის დაპატიმრებაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და მათ შორის, „ოცნების“ ინტერესი. „ოცნებამ“ თავიანთი გაფუჭებული საქმეები ვერ გამოასწორა და ჩემ შვილს შეტენა ყველაფერი. მეტი აქ არაფერი ინტერესი არ იყო. ჩემი შვილის პატიმრობა პროკურატურის ინტერესიც იყო, სასამართლოს ინტერესიც იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროსიც და „ოცნების“ ინტერესიც იყო. ყველაფერი ჩემ შვილს შეტენეს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვს შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქ და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე შესახოცი იყო ხელი. თვითონ ყველა კარგადაა. ამ საქმეში სუბელიანის ინტერესი არაფერი არ იყო. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი, რომ დაედგინათ თითქოს სუბელიანს ჰქონდა კადრები, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო სუბელიანის. ყველამ აიღო ფული და ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილ კალანდია დაჭერილიყო. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ზაზა სარალიძესაც. ყველაფერი არის პოლიტიკა“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)