21:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 12:38:30, 1013 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი - დარწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაში

„ყველა  ადამიანს და მათ შორის ვანო მერაბიშვილს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაში.

„ძალიან ფართო კოალიცია არის და გაერთიანებულია ოპოზიცია მთლიანად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს სიბნელე და დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ეს ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, მითუმეტეს პოლიტიკურ დევნილს, როგორიც ვანო მერაბიშილი იყო,რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში, ყველა  ადამიანს და მათ შორის მას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში. რაც შეეხება რა ფორმით მიიღებს პირველ რიგში უნდა დაველოდოთ მის პირად გადაწყვეტილებას. არანაირი სამართლებრივი საფუძველი, როგორც აქამდე არ არსებობდა ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ისე დღესაც არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. „მატროსოვის“ ციხე თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics