21:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 10:09:05, 1045 ნახვა

კომენტარი
ვანო მერაბიშვილი - გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

,,გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ მათი იმედით შეინარჩუნა ძალა, გააგრძელოს ბრძოლა.

,,ზუსტად  9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მათ მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics