|
2020-02-19 16:38:58, 1516 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა
ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი, საიმედო და მჭიდრო პარტნიორია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბელარუსულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გააძლიერონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები და ის თვისობრივად ახალ დონეზე იქნას აყვანილი. „თუ აქამდე ჩვენ ძირითადად საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბელარუსული ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო ტექნიკის მიმართულებით - იგივე, ბათუმისთვის ბელარუსული წარმოების ელექტრობუსების მიწოდება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ახლა საუბარი შედგა იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ლოგისტიკის სექტორში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და ა.შ. თავის მხრივ, ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, ბელარუსული მხარე მზად არის, აქრტიურად ჩაერთოს ქართული აგრარული სექტორის თანამედროვე აგროტექნიკით უზრუნველყოფაში, ასევე ქართულ მხარესთან ერთად ტექნოპარკებისა და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განვითარებაში. „საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება", - აღნიშნა სერგეი რუმასმა შეხვედრაზე.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)