21:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 14:59:50, 1848 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბაზაა

„რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა და დამთავრებულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

მისი შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა ცხინვალის რეგიონის დაცლისკენაა მიმართული.  

„ოსები ზოგადად და ნებისმიერი სხვა ხალხი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან რაიმე ინტერესს და ეს განცხადება მინდა, რომ ჩავიდეს იქამდე - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა და დამთავრებულია. არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რაიმეთი რუსეთს აინტერესებს ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. პირიქით, მათი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ დაიცალოს ცხინვალის რეგიონი და სამხედრო პოლიგონისთვის დარჩეს მეტი ადგილი“, - გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics