20:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 16:17:02, 1896 ნახვა

კომენტარი
ბოკერია მარგველაშვილზე - მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს

„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის ეროვნული ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა.

„ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ეროვნული ამოცანა, ვგულისხმობ ივანიშვილის ჩამოცილებას, პროპორციული დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას. მივესალმები გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე კოორდინაციას შემოუერთდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics