20:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 12:29:47, 1949 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: შოთაძის სახელს ბევრი ბინძური საქმე უკავშირდება - ის ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია

„ირაკლი შოთაძე ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია, ყველა ბინძური საქმე მის სახელს უკავშირდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებით ივანიშვილი შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საზოგადოებას.

მისივე თქმით, გაძლიერდება რეპრესიები, რადგან მმართველ გუნდს არა დიალოგი, არამედ ქვეყის შეურაცხყოფა და მიტაცება სურს.

შოთაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების. მთელი ჩამონათვალია, ციანიდის საქმიდან დაწყებული, რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ყველაფერი მისი გაკეთებულია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თავი ბიძინა ივანიშვილია და მას შეეძლო, რომ სხვა თოჯინა მოენახა, თოჯინები ჰყავს, მაგრამ ის ხაზგასმით ამბობს, რომ მეორე მოსვლაა დაანონსებული და მეორედ, ვისაც მინდა იმას მოვიყვან, ყველაზე მორჩილ და მონა ადამიანებს. ცხადია, ივანიშვილი ამით შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საოგადოებას.

ეს არის რეპრესიების ანონსი,  გაძლიერდება რეპრესიები და როდესაც საუბრობენ, რომ უნდათ დიალოგი, პარალელურად კი შოთაძეს ნიშნავენ, ეს ნიშნავს, რომ არა დიალოგი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა და მიტაცება სურთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics