|
2020-02-13 13:29:23, 1708 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ფაქტების შემსწავლელ მისიაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ცდილობენ ჩვენი მეგობრების მოტყუებას
„საერთაშორისო ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ისინი ცდილობენ მოატყუონ ჩვენი მეგობრები“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისიის შეიქმნის საკითხს. მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა გიგი უგულავას საქმე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღებისა და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს. „როდესაც ადამიანი უკვე ციხეშია უზენაესი სასამართლოს განაჩენით, ვერ ვხედავთ კონკრეტულ დატვირთვას ამ კომისიის. ასეთი კომისია და ასეთი მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღების და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე. საერთაშორისო ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ისინი ცდილობენ მოატყუონ ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები, კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)