06:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 16:00:20, 1274 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 25 თებერვლამდე გადაიდო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 25 თებერვლამდე გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მის გარეშე ვერ გაგრძელდება.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილს ეს სპექტაკლი არ გაუვა.

„ჩემთვის და ბადრისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პრაქტიკულად, ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში და ისეთ სტრესში, რომ მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. მე მას ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ სცენარში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა ეს სპექტაკლი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. არანაირი კომპრომისი არ იქნება. ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ნერგავს ამ მენტალობას სამწუხაროდ ახალგაზრდებში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გასული წლის 24 ივლისს ბრალი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი ხაზარაძე-ჯაფარიძის დახმარებაში ედება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics