15:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 17:46:35, 1203 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: მნიშვნელოვანია, არც ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალურ დახმარებას, ყურადღების მიღმა არ აღმოჩნდეს

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, არ იქნეს არც ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული",- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

ოხანაშვილმა მინისტრს მიმართა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მეთოდოლოგიასთან, შემწეობის დანიშვნის სისტემასთან და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული მიმართულებით არის დაგეგმილი, რათა აღარ მოხდეს პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება.

„აქ საუბარი იყო სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაზე, შემწეობის გადასინჯვა თუ იგეგმება კიდევ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. თქვენ ასევე ახსენეთ და თქვით, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა სისტემა ფუნქციონირებს. აქ ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ტრაგედიით მანიპულირებს და არ ერიდებიან ტელევიზიაში საუბარს იმაზე, რომ  თითქოს ტელევიზორის გამო ვინმეს უხსნიან დახმარებას, მკაფიოდ და ზუსტად  ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics