13:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 15:13:48, 1442 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - სჯობს, ოპოზიცია კონცენტრირდეს არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე

„სჯობს, ოპოზიცია კონცენტრირდეს არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია მუშაობს მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ მათი პარტიებისთვის არის საინტერესო.

„სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლები კონცენტრირებული იყვნენ არჩევნებსა და იმ საქმიანობაზე, რომელიც პარლამენტში ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დააკლდებათ ხმები, რომელსაც ისედაც მწირად მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მათთვის უკეთესია, სხვა დღის წესრიგით იმუშაონ, თუმცა ეს მათი არჩევანია და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. ვიმუშავებთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ოპოზიცია დაკავებულია მხოლოდ იმ საკითხებით, რომელიც მხოლოდ მათი პარტიებისთვის არის საინტერესო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics