13:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 14:55:19, 1403 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი გენპროკურორად შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე - მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არ მიაჩნია სწორად ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება და მის ადგილას, ასე არ მოიქცეოდა.

მისივე თქმით, ის კარგი პროფესიონალია.

„როგორც კი დასახელდა შოთაძის გვარი, გასაგები იყო, რომ ხელახლა დაბრუნდებოდა მთავარი პროკურორის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საპროკურორო მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და სამართალშიც კარგი პროფესიონალია, მან თავად დატოვა თანამდებობა, თან ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ძალიან დიდ აღშფოთებას. მე უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ უკან დაბრუნება იგივე თანამდებობაზე. მე მას არ განვსჯი, მაგრამ მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. არ მგონია სწორი“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics