23:17 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 14:10:34, 973 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაბის, ხიჭაურისა და ჭვანის საბავშვო ბაღებს სტუმრობდა. ბაღებში არსებულ სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და პერსონალს გაესაუბრა.

მერის განცხადებით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყველა ბაღი უზრუნველყოფილია გათბობის თანამედროვე სისტემითა და საჭირო პროდუქტებით. სრულად აღჭურვილია, როგორც სააღმზრდელო - საგანმანათლებლო პროცესის, ისე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ინვენტარით.

,,დღეს ვიმყოფებოდი რამდენიმე ბაღში, შევხვდი თანამშრომლებს, რომლებსაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრე. ჩვენ მუდმივად გვაქს ინფორმაცია ბაღებში არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა ბაგა-ბაღების მენეჯერებთან, მაგრამ პირადი საუბარი ყველა თანამშრომელთან მეტად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ბაღები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლო - სააღმზრდელო პროცესისთვის.თოვლიანი ამინდის მიუხედავად აღსაზრდელების გამოცხადების მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია “ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

შუახევში დილიდან თოვს, მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 10-15 სმ, ხოლო დაბალ ზონაში 5 სმ-ია. ბაგა-ბაღებთან ერთად მუშაობს ყველა საჯარო დაწესებულება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics