|
2015-07-29 17:09:29, 593 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ციკოლია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იქნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას დაიკავებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორის სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური საკითხების მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობას აერთიანებს. 2014 წლის 5 აპრილიდან დღემდე ციკოლია ხელმძღვანელობდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, წლების განმავლობაში მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის კუთხით, იკავებდა დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და მოღვაწეობდა კერძო ორგანიზაციების წამყვან თანამდებობებზე, როგორც საქართველოში, ასევე კანადაში. გიორგი ციკოლიას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კერძოდ, ფლობს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (British Columbia Institute of Technology) ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომს (ვანკუვერი, კანადა) და აქვს მოსკოვის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)