08:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 12:40:40, 1441 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი - ხელისუფლება საკუთარ დეპუტატებს ისევე მალავს საკრებულოში, როგორც სენატორების წერილებს

„ყველაფერი შეიძლება „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და არაფერი არ შეიძლება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი „ქართული ოცნება“ იზოლირებულია საკუთარი მოსახლეობის მხრიდან და  ჩაკეტილები არიან საკრებულოში.

„უკვე 8 წელია ამ ქვეყანაში მხოლოდ შერჩევითი სამართალია. ყველაფერი შეიძლება „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და არაფერი არ შეიძლება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი უკვე მეორედ დაიბარეს დაკითხვაზე და ის დეპუტატები, რომლებიც მის თავდასხმაში მონაწილეობდნენ ჯერ გამოკითხულებიც კი არ არიან. დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული საკუთარი მოსახლეობის მხრიდან, ჩაკეტილები არიან საკრებულოში. ისინი დღეს იმ ზონდერებს იცავენ, რომლებიც გამეტებით ესხმიან თავს საკუთარ კოლეგებს. ეს ხელისუფლება როგორც სენატორების წერილებს მალავს თვეობით , ისე მალავს საკუთარ დეპუტატებს საკრებულოში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ეს არის დასასრული, რომელიც მალე ოფიციალურად გაფორმდება. აქ არ არის საუბარი ჩემ საშვზე. აქ საუბარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატზე, რომელსაც არანაირი საშვი არ სჭირდება და მისთვის ნებისმიერი კარი ღიაა ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, მითუმეტეს თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საკრებულოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ,  თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics