08:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 16:39:58, 1934 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი მორიგ კრიტიკულ წერილზე: კონგრესმენები ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი „შიშველია“

კონგრესმენები ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი „შიშველია“ “, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კიდევ ერთ კრიტიკულ წერილს პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი  დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, ჩვენი უცხოელი მეგობრები გვატყობინებენ, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზებს გადაუხვია და არსებული ვითარება შესაცვლელია.

„ეს იყო ბოლო წვეთი. ჩვენი მეგობრების მოთმინების ფიალა ვაშინგტონშიც, ვილნიუსშიც, ბრიუსელშიც, ბერლინშიც და ყველგან უკვე აივსო. უკვე ყველას გასაგონად გვეუბნებიან - ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი შიშველია, მათ გადაუხვიეს გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობის  და ეს შესაცვლელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი კრიტიკული წერილი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გაუგზავნა. წერილში, კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უკუსვლისა და ეკონომიკური მდგომრეობის გაუარესების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics