|
2015-07-28 19:13:01, 3392 ნახვა
რეგიონი
ფოთს იენის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია
ფოთს გერმანიის ქალაქ იენის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში კულტურის კერებსა და ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს ეცნობა. მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს. ფოთის მერიის ინფორმაციით, სტუმართა ყურადღება მიიპყრო მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილმა უნიკალურმა არქეოლოგიურმა ნიმუშებმა და არტეფაქტებმა, რომლებიც აღმოჩენილია კოლხეთის დაბლობსა და საქართველოს შავი ზღვისპირეთში. უცხოელ სტუმრებს მუზეუმში ფოთის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი,კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია, მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი და ისტორიკოსი ზურაბ სულაბერიძე შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)