12:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 16:41:52, 1460 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს  ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას!  ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა. თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: მეექვსე წელია, რაც ვითიბი  ბანკი,  წყალბურთში ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, მოხარულები ვართ რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ნაკრებმა კარგ შედეგებს მიაღწია და ახლაც დიდი წარმატებით ასპარეზობს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  ქართული სპორტის მხარდაჭერა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ  წყალბურთელთა ნაკრებმა,  2019 წლის სათამაშო სახეობებში საუკეთესო ნაკრები გუნდის წოდებაც მოიპოვა, ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებასაც!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics