13:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 12:40:46, 1573 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ე.მ. დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, არასრულწლოვანმა ა.ა.-მ და მისმა მეგობრებმა - მ.ჰ.-მ და ე.ჰ-მ, ძმების - გ.ბ.-ს და ს.ბ.-სგან ერთი დღით  ავტომანქანა იქირავეს, რომელიც მეორე დღეს მ.ჰ.-მ ვაშლიჯვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა.

„2019 წლის 18 აპრილს, ა.ა-სთან და მის მეგობრებთან შესახვედრად გ.ბ. და ბ.ა. მივიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ი.გ.  აღნიშნულ ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე.მ.-ც მივიდა, რომელიც საუბარში ჩაერია და შელაპარაკება მოუვიდა ი.გ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ე.მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.გ.-ს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ი.გ. გარდაიცვალა.

ასევე გასროლის შედეგად გამჭოლმა ტყვიამ გ.შ.-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა ე.მ. თბილისში 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა),  236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება) წარედგინა და  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics