19:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 19:04:08, 2319 ნახვა

რეგიონი
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

შემთხვევა ხულოში, ღორჯომის თემში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

დაშავებული ახალგაზრდა სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics